ფეხბურთი

21:40 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ორბანმა "ლაიპციგთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

უნგრეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ვილი ორბანმა "ლაიპციგთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ორბანი "ლაიპციგმა" 2015 წელს "კაიზერსლაუტერნიდან" დაიმატა. მას შემდეგ უნგრელმა 189 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ვილიმ 33 შეხვედრაში ხუთჯერ გამოიჩინა თავი. უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში ორბანი 2018 წლის ოქტომბრიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124681