ფეხბურთი

20:30 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე პაუ ლოპესი გამოარჩიეს

"რომას" ესპანელი მეკარე პაუ ლოპესი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "რომამ" სტუმრად ამსტერდამის "აიაქსი" 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში პაუმ ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ასევე, ჯამში რვა სეივი შეასრულა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა 30 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაუშვა.

თეგებიპაუ ლოპესი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127398