სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:03 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "მოედანზე გმირები ფეხბურთელები იქნებიან და არა მსაჯები"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. „ელ კლასიკოს“ წინ რონალდ კუმანმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ამ თამაშის შედეგი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი არ იქნება.

კუმანი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მატჩამდე ორი დღით ადრე მთავარი მსაჯი შეიცვალა. ნიდერლანდელი დარწმუნებულია, რომ მოედანზე მთავარი გმირები ფეხბურთელები იქნებიან და არა მსაჯები.

„მატჩის შედეგი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი არ იქნება, რადგან წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია. „ელ კლასიკო“ სხვა მატჩებისგან განსხვავდება და დიდ ყურადღებას იპყრობს. „ბარსელონა“ ახლა კარგ ფორმაშია, ქულებს აგროვებს, ტიტულისთვის იბრძვის. იგივე შეიძლება ითქვას მადრიდის „რეალზეც“. არ ვეთანხმები მათ, ვინც ამ გუნდს ძალიან აკრიტიკებს, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძვიან, შესანიშნავი მოთამაშეები და საოცარი მწვრთნელი ჰყავთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვსწავლობთ ტაქტიკურ სქემებს, რომელსაც ჩვენი მეტოქე იყენებს, მაგრამ არა მათთან ადაპტაციის მიზნით, არამედ საკუთარი ტაქტიკის უკეთ გამოსაყენებლად. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და არ შევცვალოთ სტილი მხოლოდ იმიტომ, რომ „რეალს“ ვეთამაშებით.

არ ვფიქრობ, რომ მსაჯის შეცვლა ამდენ ყურადღებას იმსახურებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი არბიტრი, რომელიც მოედანზე გადის, სამართლიანად მსაჯობს და ცდილობს თავისი საუკეთესო თვისებები აჩვენოს. არსებობს VAR-ის სისტემა, რომელიც ყოველთვის მზად არის რთულ მომენტებში დაეხმაროს.ასე რომ, დარწმუნებული ვარ მოედანზე მთავარი გმირები ფეხბურთელები იქნებიან და არა მსაჯები“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 29 ტურის შემდეგ „ატლეტიკო“ „ბარსას“ ერთი, ხოლო თანაქალაქელებს 3 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.123347
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X