ფეხბურთი

20:02 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!

ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ითამაშებს! ავთანდილ ასათიანის გუნდი საუკეთესო 6 მეორეადგილოსანში მოხვდა, რადგან შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში საფრანგეთის ნაკრებს 3:2 მოუგო, რომელიც ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაში გვეცილებოდა, მაგრამ ის უკვე ჩამოშორებულია, ისევე როგორც სხვა ჯგუფის კონკურენტები - მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ...

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა, რადგან ყველაფერს ეს თამაში წყვეტდა. ანაგრიში მე-3 წუთზე ფრანგებმა გახსნეს და ნ’გალამ ახლო მანძილიდან ადვილად გაიტანა, თუმცა სტუმართა სიხარული ნაადრევი გამოდგა.

საქართველოს ნაკრებისთის ფანტასტიკური გამოდგა მეექვსე წუთი, რადგან ავთანდილ ასათიანის გუნდმა 23-წამიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა! ჯერ იყო და თალესმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, მერე რონიონიომ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. უნდა ითქვას, რომ საფრანგეთი პირველ ტაიმში უფრო მწვავედ უტევდა და ანგარიშიც გაათანაბრა ბელჰაჯის გოლის წყალობით. ამის მიუხედავად, შესვენებაზე საქართველოს ნაკრები მაინც დაწინაურებული გავიდა. ტაიმის დასრულებამდე 6 წამიღა რჩებოდა, როცა თალესის დარტუმის შემდეგ მეტოქის კარის ბადე შეირხა და საქართველო 3:2 დაწინაურდა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. ჯერ ფრანგები აქტიურობდნენ და სამჯერ ბურთი კარის ძელსაც გაარტყეს, მაგრამ შემდეგ უკვე საქართველომ შეუტია - ძელმა ფრანგებიც გადაარჩინა, ისევე როგორც მეკარემ, რომელმაც ორჯერ შესანიშნავად იმოქმედა. საბოლოოდ, მეორე ტაიმში ორივე გუნდის ბევრი საგოლე შანსის მიუხედავად გოლი არ გასულა და საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება უდრამატულეს ბრძლაში მოიპოვა ...

ცნობისთვის, ჯგუფში რუსეთის ნაკრებს 15 ქულით პირველი ადგილი უკვე დაბევებული აქვს, საქართველოს 10 ქულა აქვს და მეორე ადგილი გაინაღდა, საფრანგეთის აქტივში 2 ქულაა, სომხეთი კი 1 ქულით აუტსაიდერია. ბოლო ტურში, რომელსაც აზრი უკვე დაეკარგა, საფრანგეთი სომხეთს უმასპინძლებს, ხოლო საქართველო რუსეთს ესტუმრება.

მეორეადგილოსანთა ცხრილში ამ წუთისთვის საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერია და ექვსეულიდან ნამდვილად არ გავარდება, რადგან სერბეთისა და უნგრეთის ნაკრებები (შვიდიდან მინიმუმ ორი გუნდი) ნამდვილად ვეღარ გადაასწრებს. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა და ეს მას შემდეგ გაიფოციალურდა, რაც სერბეთის ნაკრებმა რუმინეთს ვერ მოუგო - 4:4.

ცნობისთვის, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ჩატარდება. მასპინძელს ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს. ნიდერლანდების გარდა, შესარჩევი ციკლის 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე ავტომატურად გავა, ბოლო მე-16 მონაწილის ვინაობა კი უარეს ორ მეორეადგილოსანს შორის ორრაუნდიანი პლეი-ოფით გაირკვევა.

საქართველო - საფრანგეთი 3:2 (3:2)

გოლები: 0:1 ნ’გალა (3), 1:1 თალესი (6), 2:1 რონინიო (6), 2:2 ბელჰაჯი (13), 3:2 თალესი (20)

0.139517