ფეხბურთი

16:14 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო ძანიოლო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ნიკოლო ძანიოლოს გარეშე ითამაშებს. „რომას“ ნახევარმცველმა რეაბილიტაციის დროულად გავლა ვერ მოახერხა. ნიჭიერმა შემტევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მიზანი 2022 წლის მუნდიალზე თამაშია.

„ვწუხვარ, მაგრამ ჩემი მიზანია მომდევნო მუნდიალზე ვითამაშო“, - წერს ნიკოლო.

ძანიოლო იტალიაში ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ გასული წლის იანვარში უმძიმეს ტრავმა მიიღო. ევროპის ჩემპიონატის გადადებით, მას დიდ ფორუმზე თამაშის შანსი გაუჩნდა, მაგრამ მიმდინარე სეზონის დასაწყისში კიდევ ერთი მძიმე დაზიანება მიიღო და 7 თვეა არ უთამაშია.

0.109358