თამაშგარე

14:11 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანს მესამე შვილიც 8 აპრილს ეყოლა

კატალონიის “ბარსელონში“ მოჩაუქე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი გუშინ, 8 აპრილს, მამა მესამედ გახდა. ანტუანსა და მის ცოლს, ერიკა ჩოპრას ქალ-ვაჟს ყოლის შემდეგ კიდევ ერთი გოგო შეეძინათ, რომელსაც სახელად ალბა დაარქვეს.

ამ ამბავში მთელი უცნაურობა და სიხალისე იმაში მდგომარეობს, რომ გრიზმანის სამივე შვილი და მათ შორის რასაკვირველია უმცროსი ალბაც, ერთ დღეს - 8 აპრილს დაიბადნენ. როგორც ჩანს აშკარად საქმე გვაქვს ე.წ. დაგეგმილ ჩასახვასთან და კიდევ უფრო მეტად დაგეგმილ საკეისრო კვეთასთან.

ანტუან გრიზმანის შვილების ერთ დროს ჩასახვა-დაბადების ამბავს მთელი ევროპის ბულვარული მედია ეხმაურება და ამბობენ, რომ გრიზმანი არამხოლოდ მწვანე მოედანზეა ზუსტი და ბომბარდირი, არამედ ცოლთან ურთიერთობშიც კი “სნაიპერია“, რაც დაგვეთანხმებთ, რომ ადვილად მოსახერხებელი და დასაგეგმი ნამდვილად არაა.

0.143152