ფეხბურთი

13:43 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო ინგლისის ჩემპიონშიფის მარტის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

„დინამო თბილისის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ახლა უკვე „უოტფორდის“ თავკაცი ჩისკო მუნიოსი ინგლისის ჩემპიონშიფის მარტის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ესპანელი ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

მარტში „უოტფორდმა“ 5 თამაში ჩაატარა და ხუთივე მოიგო, შესაბამისად, ჩისკოს საუკეთესოს ტიტული სრულიად დამსახურებულად ერგო.

შეგახსენებთ, ჩისკომ „უოტფორდი“ გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა. მისი გუნდი პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის და მიზანთან საკმაოდ ახლოსაა, რადგან 79 ქულით მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ბრენტფორდს“ 9 ქულით უსწრებს. ჩემპიონშიფის პირველ-ორ ადგილზე გასული გუნდები კი პრემიერლიგის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ.

0.111863