ფეხბურთი

1:03 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: სტუმრების დომინაცია მეოთხედფინალში

უეფას ევროპა ლიგის გათამაშებაში მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა საპასუხო შეხვედრების წინ საკმაოდ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „გრანადას“ სტუმრად დაუპირისპირდა. მატჩის დასაწყისში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ შიშველი მამაკაცი მოედანზე შევარდა და ფეხბურთელები გაახალისა. არადა, თამაშზე ფანების დასწრება აკრძალული იყო... „გრანადამ“ კი ვერაფერი აჩვენა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ნახევარფინალს მიღმა დარჩება. ინგლისელებმა თითო ტაიმში თითოჯერ გაიტანეს. თავი ჯერ მარკუს რაშფორდმა ულამაზესი გოლით გამოიჩინა, ხოლო შემდეგ წერტილი ბრუნო ფერნანდეშმა პენალტით დასვა. „წითელმა ეშმაკებმა“ ძალიან კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ „რომამ“, რომელმაც ამსტერდამში „აიაქსს“ აჯობა. არადა, მასპინძლებისთვის ყველაფერი იდეალურად მიდიოდა: პირველი ტაიმი მოიგეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი დუშან ტადიჩს სხვაობის გაზრდა პენალტით შეეძლო, მაგრამ ვერ გაიტანა. აი, მერე კი „რომამ“ მეტოქე დასაჯა. ლორენცო პელეგრინიმ და როხერ იბანიესმა „ჯალოროსის“ მოაგებინეს. ამრიგად, იტალიურ კლუბს საპასუხო თამაშის წინ ხელსაყრელი ფორა აქვს.

იგივე ვითარებაშია „ვილიარეალიც“, რომელმაც ზაგრებში „დინამოს“ ხერარდმორენოს გოლით აჯობა. ლონდონის „არსენალმა“ კი შინ პრაღის „სლავიას“ ვერაფერი დააკლო. ნიკოლა პეპემ 86-ე წუთზე „მეთოფეები“ ნანატრი გოლით კი დააწინაურა, მაგრამ მსაჯის მეოთხე კომპენსირებულ წუთზე ჩეხებმა გაათანაბრეს და სტუმრად ძალზე სასურველ შედეგს მიაღწიეს.

„აიაქსი“ – „რომა“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 კლაასენი (39), 1:2 პელეგრინი (57), 1:2 იბანიესი (87)

„დინამო ზაგრები“ – „ვილიარეალი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მორენო (44, პენ)

„გრანადა“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 რაშფორდი (31), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (90, პენ)

„არსენალი“ – „სლავია“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 პეპე (86), 1:1 ჰოლესი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124299