ფეხბურთი

23:59 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გრანადა" - "მანჩესტერის" მატჩში მოედანზე შიშველი მამაკაცი შეიჭრა

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „გრანადა“ – „მანჩესტერის“ მატჩის დასაწყისში მოედანზე შიშველი მამაკაცი შეიჭრა, იმის მიუხედავად, რომ თამაშზე ფანების დასწრება შეზღუდულია.

ერთ-ერთმა ადამიანმა „ლოს კარმენესის“ სტადიონზე მოხვედრა და მინდორზე შეჭრა როგორღაც მაინც მოახერხა. ეს თამაშის მე-6 წუთზე მოხდა, რის გამოც თამაში რამდენიმე წამით შეწყდა.

ცხადია, სტადიონის მომსახურე პერსონალმა გულშემატკივარი სიტუაციას სწრაფადვე განარიდა და თამაში მალევე განახლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114116