ფეხბურთი

22:15 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯმა ჰოლანდს ავტოგრაფი აუტიზმით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოართვა

რუმინელმა მსაჯმა ოკტავიან შოვრემ „მანჩესტერ სიტი“ – „დორტმუნდის“ მატჩის შესვენებაზე ერლიგნ ჰოლანდ ავტოგრაფი გამოართვა, რაც ტელეკამერებმა დააფიქსირა.

როგორც გაირკვა, ის უკვ 5 წელზე მეტია ეხმარება სამედიცინო ცენტრს, სადაც აუტიზმის მძიმე ფორმით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებს მკურნალობენ. ცენტრი მხოლოდ შემოწირულობით და აუქციონიდან მიღებული თანხით ფინანსდება.

რუმინული მედიის ინფორმაციით, შოვრე 2015 წლიდან სამედიცინო ცენტრს სწირავს სამახსოვრო ნივთებს, რომლებიც მატჩის შემდეგ იღებს. მაგალითად, მაისურები, ფოტოები და ავტოგრაფები. სწორედ ამ მიზეზით აიღო მან ავტოგრაფი ჰოლანდისგან. მას პეპ გვარდიოლას ავტოგრაფის მიღებაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ვერ მოახერხა.

როგორც ცნობილი გახდა, ჰოლანდის მიერ ხელმოწერილი ყვითელი და წითელი ბარათები აუქციონზე გაიყიდება, რომელსაც სამედიცინო ცენტრი მართავს.

0.10322