თამაშგარე

14:24 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ლამაზმანი სპორტსმენი ქართულ ღვინოზე

20 წლის უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბელოდედი სამართლიანად ითვლება უკრაინულ სპორტში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე გულმისავალ ლამაზმანად. ამიტომაც, გასაკვირი ალბათ არ უნდა იყოს, რომ უკრიანის მიწის მკვიდრ ამ მშვენიერ ასულს მავანნი საჩუქრებით მუდამ ანებივრებენ.

ჩვენდა გასახარად, ამ რამდენიმე დღის წინ, დარია ბელოდედმა საკუთარ “ინსტაგრამის“ გვერდზე მის სახელზე ჩამოსხმული და საჩუქრად მირთმეული ქართული ღვინის ფოტო განათავსა. ღვინის ბითლზე თავად დარიაა გამოსახული წარწერით “ძიუდოს დედოფალი“ და ასევე გამოსახულია საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო დროშები.

საკუთრივ ღვინო ნახევრადტკბილი ქინძმრაული გახლავთ, რაც სლავურ ქვეყნებში ესოდენ პოპულარულია. ქინძმარაული ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ქართული წითელი ნახევრადკბილი ღვინოა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში, ქინძმარაულის ზვრებში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან მზადდება.

0.114101