ფეხბურთი

11:25 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „სწორი განწყობით გავედით მინდორზე“

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სტუმრად „პორტუსთან“ გამარჯვების შემდეგ (0:2), „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„რთული შეხვედრა გამოდგა. „პორტუ“ ძლიერი გუნდია. მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით. სწორი განწყობით გავედით მინდორზე და შთამბეჭდავი გამარჯვება მოვიპოვეთ. „ვესტ ბრომთან“ პრემიერლიგაში გამანადგურებელმა მარცხმა (2:5) კიდევ უფრო შეგვკრა და გაგვაერთიანა, რაც შესანიშნავია.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110642