ავტოსპორტი

2:39 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ის გუნდები საკვალიფიკაციო სპრინტს დათანხმდნენ

ფორმულა 1-ის გეგმა, რომელიც ამ სეზონში სამი საკვალიფიკაციო სპრინტ რბოლის ჩატარებას ითვალისწინებს, გუნდებმა მოიწონს და მას ფორმულა 1 ოფიციალურად მალე გამოაქვეყნებს.

გუნდბის მხრიდან, წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი, ფინანსური პირობები იყო. საკვალიფიკაციო რბოლების ჩატარება ხარჯების ზრდას უკავშირდება, გუნდების ბიუჯეტები კი ამიერიდან შეზღუდულია. გარდა ამისა, დამტებითი რბოლები, ავტომობილების და აგრეგატების გამძლეობას აზარალებს. ერთ-ერთი პირობა, რომელიც გუნდებს ჰქონდათ, მანქანების დამტვრევების შემთხვევებში, ზარალის ფ1-სგან ანაზღაურების გარანტია იყო.

როგორც ჩანს, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ ეს გარანტია გასცა. ამაზე პასუხად კი გუნდბისგან თანხმობა მიიღო. ამ სეზონში მხოლოდ სამი საკვალიფიკაციო სპრინტი ჩატარდება. მათ ბრიტანეთის, იტალიის და ბრაზილიის დიდ პრიზებზე ჩაატარებენ.

შესათანხმებელი საკითხები ჯერაც რჩება. მაგალითად, სპრინტის რბოლებში რა ტიპის საბურავების გამოყენება იქნება შესაძლებელი და შეიცვლება თუ არა წინააღმდეგობის შემცირების სისტემა (DRS), რათა გასწრება კიდევ უფრო გაადვილდეს.

ამგვარად, იმ ეტაპებს, რომლების დროსაც სპრინტები ჩატარდება, ორ-ორი გამარჯვებული ეყოლება. ოღონდ, ისინი განსხვავებული რაოდენობით ქულებს მიიღებენ. ამასთან, სპრინტებში მხოლოდ სამ პილოტს ჩაერიცხება ქულები.

სპრინტის შემცველი ეტაპების განრიგი:

პარასკევი: დილით პირველი პრაქტიკა, საღამოს კვალიფიკაცია, რომელზეც სპრინტში პილოტების განლაგება გაირკვევა;

შაბათი: დილით მეორე პრაქტიკა, საღამოს სპრინტერული რბოლა, რომელზეც ქულებს პირველი სამი პილოტი მიიღებს;

კვირა: დიდი პრიზის რბოლა, ქულებს პირველი 10 პილოტი მიიღებს.

0.133681