ფეხბურთი

22:13 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკმა შესაძლოა "ბაიერნი" დატოვოს

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა შესაძლოა ზაფხულში მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. როგორც Sport Bild-ი იუწყება, გერმანელ სპეციალისტს გუნდის კლუბის დირექტორთან ჰასან სალიჰამიძიჩთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე იცის.

ფლიკმა "ბაიერნი" 2019 წლის ნოემბერში ჩაიბარა. მას შემდეგ ჰანსის გუნდმა გერმანიის თასი და სუპერთასი, ჩემპიონტა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო თასი მოიგო. გერმანელის ხელმძღვანელობი "რეკორდმაისტერმა" დღემდე 77 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 65 მოიგო და ექვს მატჩში ფრე დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110178