ავტოსპორტი

13:55 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 2021 წლის ოფიციალური ჩემპიონატი სიმ რეისინგში გრძელდება

კომპანია სიმულექს რეისინგის ორგანიზებითა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, საქართველოს 2021 წლის ოფიციალური ჩემპიონატი სიმ რეისინგში გრძელდება.

ტურნირის მეორე ეტაპი სტარტს 7 აპრილს, 21:30 საათიდან აიღებს, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ინდივიდუალურ და გუნდურ ჩათვლაში შეეჯიბრებიან.

ჩემპიონატი ვირტუალურად წრიული რბოლის პრინციპით იმართება და მის თითოეულ ეტაპს FIA-ს ლიცენზირებული კომისარი აკვირდება.

მეორე ეტაპზე ასევე გრძელდება სიახლეებიც. მონაწილე სიმ რეისერები რბოლის დასრულების შემდეგ წამყვანებთან პირდაპირ ეთერში ჩაერთვებიან და აღნიშნულ გარბენთან დაკავშირებით მცირე კომენტარს გააკეთებენ. მაყურებელს პირდაპირ ეთერში ექნება საშუალება თვალი ადევნოს GT4 კლასის ავტომობილებს შორის რბოლებს.

ეს ავტომობილებია:

=Audi R8 GT4

=Aston Martin Vantage V8 GT4

=BMW M4 GT4

=Chevrolet Camaro GT4

=Ford Mustang GT4|

=Mercedes-Benz AMG GT4

=Porsche Cayman GT4

=Toyota Supra GT4

რბოლების პირდაპირი ტრანსლაცია, ჩველულებისამებრ, სიმულექს რეისინგის YouTube არხზე და Facebook გვერდზე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პანდემიის პირობებში Georgian Digital Championship 2020 პირველად გაიმართა, რომელსაც დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა. ვირტუალური რბოლები მსოფილიო საავტომობილო ფედერაციის მიერ აღიარებულია სარბოლო დისციპლინად და აქტიურად იმართება მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე.

0.122622