თამაშგარე

15:38 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პირსს ოღრაშობა არ აპატიეს

კალათბურთის მოტრფიალეებს ნუ გეწყინებათ და ლეგენდარული კალათბურთელი პოლ პირსი გვარიანად შტერი და ოღრაში ვინმე ყოფილა, რომელმაც თავისი საქციელით იმდენი ქნა, რომ მშვენიერი სამსახური დაკარგა და ტელეკომპანია ESPN-მა საკალათბურთო მიმომხილველის თანამდებობიდან გემრიელი ჭიტლაყით გააპანღურა.

საქმე ისაა, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო (რომელსაც გთავაზობთ), სადაც ასახულია პოლ პირსი სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონების გარემოცვაში როგორ აბოლებს მარიხუანას და თამაშობს პოკერს. მარიხუანას სიყვარული ამ კაცის ერთ-ერთ მოუშორებელ სისუსტედ ითვლება და ახლა ეს ყველაფერი უკვე კამერამაც დააფიქსირა.

პოლ პირსი 43 წლისაა და უკან ძალიან დიდი და ტიტულმრავალი სპორტული კარიერა აქვს მოტოვებული. პოპულარული ტელევიზიიდან მისი ასე “უპარდონოდ“ გამოგდება ცხადია იმიჯის კუთხით დარტყმას მიაყენებს, მაგრამ იმდენსაც არა, რომ პირსის დიდებული თამაში კალათბურთის გულშემატკივარმა დაივიწყოს.

https://www.youtube.com/watch?v=1sp1L50fNg0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.175363