ფეხბურთი

12:19 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდმა" იცის რა უნდა გააკეთოს"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „დორტმუნდთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ისინი საპასუხო შეხვედრაშიც მოგებას გეგმავენ.

„დორტმუნდში გამარჯვებისთვის წავალთ. პირველ ტაიმში ბურთს ჭკვიანურად არ ვფლობდით, მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდა, 1:0-ზე 2-3 საგოლე შანსი გვქონდა. „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგის ტიპური გუნდია. მრავალი წელია ამ ტურნირზე თამაშობს და იცის, რა უნდა გააკეთოს. თუმცა, ჩვენ გერმანიაში მის დასამარცხებლად წავალთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდისა“ და „მანჩესტერ სიტის“ საპასუხო მატჩი 14 აპრილს, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111627