კალათბურთი

21:54 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

„დინამოს“ 16 წლამდელთა გუნდს დავით ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს

სუპერლიგის მონაწილე „დინამოს“ 16 წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ცენტრალური თავდამსხმელი დავით ბერძენიშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „დინამოს“ პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ „დინამოს“ 16 წლამდელებს ბერძენიშვილამდე ასევე ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნეკრების ყოფილი წევრი, ფორვარდი ამროსი ორმოცაძე ხელმძღვანელობდა. ორმოცაძე პარალელურად „დინამოს“ ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის ირაკლი ხოშტარიას ასისტენტადაც მუშაობდა. ორმოცაძე 16 წლამდელებში აღარ არის, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტი შეინარჩუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131002