ფეხბურთი

21:36 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილს უხეში თამაშისთვის მკაცრი სასჯელი გამოუტანეს

ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ბოლო ტურში ლუკა ვენის „რაპიდთან“ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, როდესაც მეტოქეს ფეხი კისერში ჩაარტყა. საინტერესოა, რომ ამ უხეშობას ავსტრიაში კუნგ-ფუს ილეთი უწოდეს.

შედეგად, ლოჩოშვილი უახლოეს სამ შეხვედრაში თავის გუნდს ვერ დაეხმარება. ის „ლასკ ლინცთან“, „ტიროლთან“ და „შტურმთან“ ვერ ითამაშებს, მხოლოდ 25 აპრილს, „ზალცბურგთან“ მატჩში იქნება სამწვრთნელო შტაბისთვის ხელმისაწვდომი.

ლოჩოშვილი მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ გააძევეს (18 თამაშში), რითაც საინტერესო ანტირეკორდი გაიმეორა: ავსტრიის ბუნდესლიგაში მანამდე სეზონში 3 წითელი ბარათი აუგუსტ შტარეკს ჰქონდა მიღებული და ეს შორეულ 1978-1979 წლების სეზონში მოხდა. მას შემდეგ ქართველი პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც სეზონში სამჯერ გააწითლეს.

არადა, ლუკას საკმაოდ კარგი დასაწყისი ჰქონდა „ვოლფსბერგერში“ და კარგი პრესაც. მან ევროპა ლიგაზე 8 თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ოთხჯერ კი ავსტრიის თასზეც გავიდა მოედანზე. „ვოლფსბერგერს“ დაახლოებით ერთი თვის წინ მთავარი მწვრთნელი შეეცვალა და ის ქართველებს არც ისე ხშირად ენდობა, ვენის „რაპიდთან“ 1:8 მარცხშიც ლოჩოშვილის დანაშაულს ხაზი გაუსვა (ის 0:1-ზე გააძევეს)... ლუკას ყველა ტურნირზე 30 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასიც შეასრულა.

„ვოლფსბერგერში“ მის გარდა, საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძეც თამაშობს, რომელსაც ყველა ტურნირზე 12 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა მას სეზონის სტარტზე საკმაო პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143388