ფეხბურთი

20:50 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მზადება დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანმა გუნდში 20 ფეხბურთელს უხმო, ხოლო სიმი საიოტი და ნიკოლოზ კურტანიძე ტრავმების გამო გუნდს დააკლდნენ.

საქართველოს ნაკრები 9 აპრილს, საფრანგეთს უმასპინძლებს და 12 აპრილს კი რუსეთში ითამაშებს. ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერი რუსეთია, საქართველოს 7 ქულა აქვს, საფრანგეთს 2 და სომხეთს - 1. ამრიგად, საფრანგეთთან მოგება პრაქტიკულად ევროპის ჩემპიონატის საგზურის ტოლფასი იქნება!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), თემურ ეკიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ფუმასა (მუვუ, ლილი, საფრანგეთი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი)

ცნობისთვის, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ჩატარდება. მასპინძელს ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს. ნიდერლანდების გარდა, შესარჩევი ციკლის 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე ავტომატურად გავა, ბოლო მე-16 მონაწილის ვინაობა კი უარეს ორ მეორეადგილოსანს შორის ორრაუნდიანი პლეი-ოფით გაირკვევა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ნიდერლანდებში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114154