ფეხბურთი

17:47 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარაგუნისი ევრო 2004-ის ჩემპიონობაზე: "დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია"

საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გეორგიოს კარაგუნისმა ევროპის 2004 წლის ჩემპიონატი გაიხსენა, სადაც ისინი ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მისი თქმით, მაშინ დარწმუნდა, რომ შეუძლებელი არაფერია და ჩემპიონობა სუსტ გუნდებსაც შეუძლიათ.

„ტურნირი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე დავიწყეთ. გახსნით მატჩამდე დიდი ხანი იყო გასული, რაც დიდი ტურნირზე ოფიციალური თამაში არ გვქონდა ჩატარებული. თუმცა, ჩვენს გუნდს თავისი პოტენციალის სჯეროდა. პორტუგალიასთან რთული თამში იყო, მასპინძელს და ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, მათ ეს ფინალში გასვლით დაამტკიცეს. მაგრამ ისინი წნეხის ქვეშ იყვნენ და ჩვენ ვისარგებლეთ მათი სისუსტეებით.

პირველი გოლი ძალიან მალე გავიტანე და ძალიან დაგვეხმარა. პორტუგალიაზე ამ გოლით ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა. ფუნდამენტური გოლი იყო გუნდისთვის, ვაღიარებ, ჩემთვისაც. ამ გოლმა ბიძგი მოგვცა.

მეოთხედფინალში საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ ვთქვით, რომ შეგვეძლო ბოლომდე მისვლა. ჩვენ ვდომინირებდით ტურნირის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ისეთი კალიბრის ფენომენები ჰყავდა, როგორებიც ზიდანი და ანრი იყვნენ.

ფინალში ჩვენი მენტალიტეტის წყალობით მოვიგეთ. პორტუგალია თავის მოედანზე დავამარცხეს, სავსე სტადიონზე, ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ფინალი გაცილებით რთული თამაში იყო, ვიდრე გახსნის მატჩი. გაოცების ეფექტიც აღარ იყო. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ის ღამე, რაღაც უნიკალური გავაკეთეთ, ზოგადად ფეხბურთისთვის. დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია, სუსტ გუნდებსაც შეუძლიათ მიაღწიონ დიდ მიზნებს თუ ამის სჯერათ და ერთიანები იქნებიან. ცხოვრების ფანტასტიკური გაკვეთილია: თუ რაღაცის გჯერა, აუცილებლად გამოგივა“, - თქვა კარაგუნისმა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრებმა ევრო 2004-ის გახსნით მატჩში პორტუგალიას 2:1 მოუგო და ტურნირის პირველი გოლი კარაგუნისმა გაიტანა. ფინალში ბერძნებმა მასპინძელი პორტუგალიელები კიდევ ერთხელ დაამარცხეს, ოღონდ ამჯერად ანგელოს ხარისტეასის ერთადერთი გოლით.

0.121292