ფეხბურთი

15:06 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "უეფა და ფიფა ფეხბურთელებს კლავენ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უეფა და ფიფა გააკრიტიკა მჭიდრო გრაფიკის გამო. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, ფეხბურთელები მანქანები არ არიან და ფეხბურთის მმართველმა უწყებებმა ისინი მოკლეს.

„ფეხბურთელები ადამიანები არიან, ისინი მანქანები არ არიან. ვიცნობ ფეხბურთელებს, რომლებიც ზოგჯერ გაბრაზებულები არიან, რადგან ყოველდღე თამაში უნდათ, მაგრამ ეს არ არის შესაძლებელი. ჩემს მოთამაშეებს წარმოუდგენელი მენტალიტეტი აქვთ, თუმცა მათ დასვენება სჭირდებათ. უეფა და ფიფა ფეხბურთელებს კლავენ, რადგან ძალიან ბევრი თამაშია.

სეზონის დაწყებიდან დღემდე შუა კვირაში შესვენება არ გვქონია, ერთხელაც კი, ასეთი კვირა არ არსებობს. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ამ ყველაფერს გაუძლებს, არა მარტო ფიზკურად, არამედ მენტალურად, რათა მზად იყოს ყოველდე მეტოქეებთან საბრძოლველად და თამაშის მოსაგებად - შეუძლებელია.

როდესაც როტაციას ვაკეთებ და ვიმარჯვებთ, გენიოსი ვარ, ხალხი ამბობს: „ბრავო პეპ“, მაგრა როდესაც ვაგებთ, ხალხი ამბობს: „კი, მაგრამ რატომ შეცვალა შემადგელობა?“ ამის მიხედავად, მომავალ თამაშზე ცვლილებები იქნება, რადგან ახალი ძალით თამაში საჭიროა“, - თქვა გვარდიოლამ.

0.113326