ფეხბურთი

0:19 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ფეხბურთელებმა რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თამაში შეწყვიტეს (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში „კადისმა“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და მატჩი 30-ე წუთზე გარკვეული პერიოდით შეწყდა. მასპინძელთა ფეხბურთელმა ხუან კალამ სტუმართა მცველ მუხტარ დიახაბის რასისტული სახის შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც ფრანგი ფეხბურთელის გაცხარება გამოიწვია და სიტუაცია დაიძაბა.

ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს და თამაშიც შესაბამისად შეწყდა. გუნდები მოგვიანებით მოედნაზე დაბრუნდნენ.

ინციდენტის მონაწილენი კი მთავარმა მწვრთნელებმა შეცვალეს და მეორე ტაიმში არ უთამაშიათ. საბოლოოდ, „კადისმა“ მატჩი 2:1 მოიგო და ერთი გოლი სწორედ კალამ გაიტანა.

0.163453