ფეხბურთი

19:05 | 4.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის მე-3 წითელი ბარათი სეზონში და "ვოლფსბერგერი" 1:8 დამარცხდა
გურამ გიორბელიძის პირდაპირმა კონკურენტმა ორი ავტოგოლი გაიტანა

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ძალიან ცუდი დღე ჰქონდა გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერს“, რომელიც საკუთარ მოედანზე ვენის „რაპიდთან“ 1:8 განადგურდა.

ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მხოლოდ 29 წუთი ითამაშა, რადგან გააძევეს. ლუკამ მეტოქის საჯარიმოში, მეტოქეს ფეხი კისერში ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ლუკა უკვე მესამედ გააძევეს და სამივე შემთხვევაში პირდაპირ წითელი მიიღო. იმ დროს „ვოლფსბერგერი“ 0:1 მარცხდებოდა, ტაიმი კი 1:2 წააგო.

აი, მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლებმა 4-წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაუშვეს და 1:5 ჩამორჩნენ. გურამ გიორბელიძე თამაშში სწორედ ამ დროს, 65-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა, გუნდს ვერაფერში დაეხმარა. სხვათა შორის, მეექვსე და მერვე გოლები საკუთარ კარში ჯონათან შერცერმა მიითვალა, რომელიც გურამის პირდაპირი კონკურენტია, რადგან მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და იქნებ, ახლა მისი ავოტოგოლების შემდეგ ჩვენებურს უფრო მეტი დრო მიეცეს...

ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 18 თამაშში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, ხოლო გიორბელიძე მოედანზე შვიდჯერ გამოჩნდა. ამას გარდა, ქართველებმა ევროპა ლიგაზეც ითამაშეს (ლუკამ 8 და გურამმა 3 თამაში). „ვოლფსბერგერი“ ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125307