ფეხბურთი

21:27 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "სლუცკიმ თამაშამდე მითხრა, რომ გოლს გავიტანდი"

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხლიამ „სოჭისთან“ (1:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. ქართველი ნახევარმცველის განცხადებით, ძალიან დადებითი ემოციები აქვს, რადგან გოლის გარდა, გუნდმაც მოიგო.

„ემოციები ძალიან დადებითია, რადგან გუნდმა მოიგო და მე კარგი გავიტანე. ჩემთვის ეს ძალიან კარგია. სლუცკიმ თამაშის შემდეგ მომილოცა, თამაშამდე კი თქვა, რომ გოლს გავიტანდი და ასეც მოხდა. გასახდელში ყოველთვის ძალიან პოზიტიური ატმოსფეროა, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთი ოჯახი.

ძირითადში რატომ არ ვიყავი? სლუცკის ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ პირველი ტაიმში დასვენება სჯობდა, რადგან ეროვნულ გუნდში ვთამაშობდი და შემდეგ დიდი ხანი ვიფრინე. მადლობა ღმერთს, რომ ზედიზედ სამ თამაშში გავიტანე“, - თქვა ხვიჩამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 21 თამაშში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. მან დღეს „სოჭის“ ულამაზესი და გამარჯვების გოლი გაუტანა. ცნობისთვის, ნობელ არუსტამიანი ის ადამიანია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ხვიჩას შესახებ საინტერესო ფილმი გადაიღო და მის გარშემო სიტუაციას კარგად იცნობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.378923