ფეხბურთი

21:09 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "ჩვენი თამაში დამოკიდებული მხოლოდ ხვიჩაზე არაა"

ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში „სოჭი“ ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკური გოლით 1:0 დაამარცხა. 20 წლის ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა.

მატჩის შემდეგ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ძირითადში მხოლოდ იმიტომ არ გაამწესა, რომ სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გადაღლილი იყო.

„ხვიჩა ძირითადში გადაღლილობის გამო არ იყო, სხვა მიზეზი არ არსებობს. ჩვენი შემოქმედებითი თამაში მასზეა დამოკიდებული? არა, რა თქმა უნდა. დესპოტოვიჩმა 11 გოლი გაიტანა, მაკაროვმა 6. ჩვენი დადებითი და უარყოფითი სტატისტიკა თანაბრად ნაწილდება გუნდის ყველა ფეხბურთელზე. გასაგებია, რომ რომ ზოგიერთი მოთამაშე უფრო მნიშვნელოვანია და როდესაც მაგალითად კვარა არ არის, ვსაუბრობთ, მასზე დამოკიდებულებაზე. რა თქმა უნდა, გვყავს მოთამაშეთა ჯგუფი, რომელთა შეცვლა უფრო რთულია

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარცხელიას რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 21 თამაშში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. მან დღეს „სოჭის“ ულამაზესი და გამარჯვების გოლი გაუტანა. ცნობისთვის, ნობელ არუსტამიანი ის ადამიანია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ხვიჩას შესახებ საინტერესო ფილმი გადაიღო და მის გარშემო სიტუაციას კარგად იცნობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121612