ფეხბურთი

22:59 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე გუნდს გუშინ შეუერთდა, არ ვიცით როგორ კონდიციაშია"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა 21 წლის ქართველი შემტევი ლიეჟის „სტანდარდთან“ მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, სანაკრებო პაუზის პარალელურად ორჯერ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგ ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა. ლიეჟის "სტანდარდთან" (4 აპრილს) შეხვედრის წინ ვანჰაეზებრუკმა კომენტარი გააკეთა.

„საბოლოოდ ჩაკვეტაძეს მოუწია გუნდიდან წასვლა და მხოლოდ გუშინ შეძლო ძირითად ჯგუფში დაბრუნება. ასე რომ, გასარკვევია, თუ რამდენად მზად არის ახლა“, - აღნიშნა ვანჰაეზებრუკმა.

გიორგი ჩაკვეტაძეს უკვე ორი წელია ტრავმები აწუხებს. მან ოფიციალურ მატჩში ბოლოს 4 ოქტომბერს ითამაშა, როდესაც 15 სექტემბერს მიღებული ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ აქედან მოყოლებული ოფიციალურ მატჩებში ვერ თამაშობს. ამ პერიოდში რამდენიმე სპარინგში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ უმართლებს. მიმდინარე სეზონში გიორგის ანგარიშზე მხოლოდ 4 თამაში და 1 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115422