ფეხბურთი

23:35 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონსამ "ასტონ ვილასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

23 წლის ინგლისელმა მცველმა ეზრი კონსამ "ასტონ ვილასთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ბირმინგემული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კონსა "ჩარლტონის" აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელი "ასტონ ვილაში" 2019 წელს "ბრენტფორდიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში 23 წლის მცველმა პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ეზრი გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106973