ფეხბურთი

22:19 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი კორონავირუსის გამო "ბაიერნთან" ვერ ითამაშებს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" საყრდენ ნახევარმცველს მარკო ვერატის კორონავირუსი დაუდასტურდა და "ბაიერნთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის მეოტხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია პსჟ-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გერმანული და ფრანგული გუნდების პირველი დაპირისპირება მეოთხედფინალში 7 აპრილს გაიმართება. მიმდინარე სეზონში ვერატიმ პარიზული გრანდის მაისურით 26 შეხვედრა ჩაატარა და თავი ექვსი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103209