ფეხბურთი

21:45 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის მარტის საუკეთესო ფეხურთელად ქარიმ ბენზემა დაასახელეს

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ლა ლიგის მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გასულ თვეში ბენზემამ ლა ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა. მადრიდის "ატლეტიკოსთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1) ქარიმმა ერთი გოლი გაიტანა, ხოლო "ელჩესთან" (2:1) და "სელტასთან" (3:1) მოგებულ მატჩებში ფრანგმა დუბლი შეასრულა. სულ მიმდინარე სეზონში ბენზემამ 32 შეხვედრა ჩაატარა და თავი 23 გოლით და ექვსი საგოლე გადაცემიტ გამოიჩინა.

0.120593