ფეხბურთი

17:36 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი: "6 ივნისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ძლიერ ნაკრებთან ამხანაგურად ვითამაშებთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები სავარაუდოდ, 6 ივნისს, ამხანაგურ მატჩს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებთან გამართავს. ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტში" ინტერვიუსას განაცხადა.

„შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს აუცილებლად ჩავატარებთ. ამის შესახებ უახლოეს დღეებში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ. დღეს მეტოქის დასახელებაზე თავს შევიკავებ. მაგრამ დანამდვილებით ვიტყვი, რომ ძლიერ მოწინააღმდეგეს შევხდებით, რომელსაც სავარაუდოდ, 6 ივნისს გასვალზე ვეთამაშებით. ეს არის ძლიერი ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენთვის ამ გუნდთან თამაში ძალიან კარგი იქნება“, – ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს "პირველი არხი"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს ამხანაგურ მატჩს რუმინეთის ნაკრებთან სტუმრად გამართავს. ივნისის დასაწყისში ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის წინ ტესტ-მატჩებს ატარებენ და სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრებიც ფინალური ეტაპის ერთ-ერთ მონაწილესთან ითამაშებს. ოფიციალური თამაში კი 2 სექტემბერს, თბილისში, კოსოვოსთან ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117878