ფეხბურთი

16:30 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში მარტის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი გამოავლინეს

ლონდონის „ჩელსის“ თავკაცი ტომას ტუხელი ინგლისის პრემიერლიგის მარტის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ინფორმაციას ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

გერმანელის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ მარტში „ლივერპულსა“ (1:0) და „ევერტონს“ (2:0) მოუგო, ხოლო „ლიდთან“ ფრე (0:0) ითამაშა. მან ეს პრიზი კარიერაში პირველად მოიგო.

მარტის საუკეთესო ფეხბურთელად „ლესტერ სიტის“ თავდამსხმელი კელეჩი იენაჩო დასახელდა. ნიგერიელმა შემტევმა მარტში პრემიერლიგაში ჩატარებულ სამ მატჩში 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110685