ფეხბურთი

13:18 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაპადოპულოსი: "საქართველომ ქულები შეიძლება ესპანეთსა და შვედეთსაც დააკარგვინოს"

საბერძნეთის ნაკრების გამოცდილმა მცველმა კირიაკოს პაპადოპულოსმა საქართველოს ნაკრები შეაქო და თქვა, რომ მეტოქე კარგად იყო ორგანიზებული.

პაპადოპულოსი ამჟამად ზაგრების „ლოკომოტივაში“ თამაშობს, მაგრამ თავის დროზე „ჰამბურგში“, „ლევერკუზენსა“ და „შალკეში“ ერთ-ერთი გამორჩეული მცველი იყო.

„ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენთვის სასურველი შედეგი ამან არ გამოიღო. მოწინააღმდეგე კარგად იყო ორგანიზებული. ახლა თავი მაღლა უნდა ავწიოთ და წინ წავიდეთ. ქულები დავკარგეთ, მაგრამ ბევრი მატჩია დარჩენილი, ესპანეთმა და შვედეთმაც შეიძლება დაკაგონ ქულები საქართველოსთან. გუნდში კარგი ატმოსფეროა, ერთიანები და ოჯახად უნდა დავრჩეთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში უკეთესი შედეგები გვექნება“, - თქვა პაპადოპულოსმა.

შეგახსენებთ, B ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, კოსოვოს უმასპინძლა და დანი ოლმოს, ფერან ტორესისა და ხერარდ მორენოს გოლებით 3:1 იმარჯვა. „ფურია როხა“ 7 ქულით ლიდერია და ქულით უსწრებს შვედეთს, თუმცა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. საბერძნეთმა 2 ქულა დააგროვა, საქართველომ ერთი და კოსოვო უქულოდ ბოლო ადგილზეა. ამ ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, თბილისში კოსოვოს დაუპირისპირდება. თუმცა, მანამდე ივნისში ორ სპარინგს ჩაატარებს: 2 ივნისს სტუმრად რუმინეთთან, ხოლო მეორე მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111661