ფეხბურთი

21:23 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთი - საქართველო: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მესამე ტურში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია.

ვილი სანიოლმა წინა, ესპანეთთან მატჩთან შედარებით ძირითად 11-ეულში ერთი ცვლილება განახორციელა - ვაკო გვილიას ადგილი გიორგი აბურჯანიამ დაიკავა.

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი; ბაკაკისი, პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი; ზეკა, ბაკასეტასი, ბუხალაკისი; ცოლისი, პავლიდისი, ფორტუნისი

მწვრთნელი: ჯონ ვან 'ტ სხიპი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; კანკავა, აბურჯანია; ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია; ზივზივაძე

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

შეგახსენებთ, საქართველოს ორი თამაშის შემდეგ ქულა არ აქვს, ხოლო საბერძნეთთან ჯერ ერთხელ ითამაშა და ესპანეთთან სტუმრად ქულა მოიპოვა. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119564