თამაშგარე

13:07 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს, კომპანის და დავიდ სილვას მანჩესტერში ძეგლებს დაუდგამენ

ბოლო ათწლეულების მანძილზე ინგლისელ და არგენტინელ ფეხბურთის ქომაგებს ბევრი რამ აქვთ სადავო და გასაყოფი, თუმცა ყველას ერთნაირად დასწყვიტა გული “მანჩესტერ სიტის“ აწუკვე ლეგენდარული არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ოფიციალურმა განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვებას აპირებს.

დიეგო მარადონას ყოფილმა სიძემ (როგორც იცით, სერხიო აგუერო დიეგო მარადონას ქალიშვილის - ჯიანინას ქმარი იყო და მასთან ერთი შვილიც ჰყავს) ეს განცხადება საკუთარი “ტვიტერის“ გვერდით ამცნო საზოგადოებას და “სიტიში“ მისი ათწლიანი საფეხბურთო კარიერის დასრულებას სულ ორი თვეღა აშორებს.

აგეუროს განცხადებას მანჩესტერელთა კლუბის დირექტორი ხალდუნ ალ მუბარაქი გამოეხმაურა, რომელმაც არგენტინელის მიერ გუნდისთვის გაწეული დიდი სამსახური იმით დააფასა, რომ კლუბის ინიციატივით სულ მალე “ეტიჰადის“ მიდამოებში სერხიო აგუეროს, კომპანის და დავიდ სილვას ძეგლებს დაუდგამენ და ამ გზით მოხდება ამ სამი ფეხბურთელის კლუბის ისტორიაში უკვდავყოფა. და “ქინქი?!“...

0.14954