სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:39 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "გულშემატკივარი მლანძღავდა, თანაც როგორ..."
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ საბერძნეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა და 16 წლის მომხდარი მოვლენები გაიხსენა, როდესაც თბილისში თვითონ ითამაშა ბერძნების წინააღმდეგ. არველაძეს ეს ისტორია ავტობიოგრაფიულ წიგნში აქვს მოყოლილი და ამჯერად საზოგადოებას სოციალური ქსელიდან გაუზირა.

2005 წლის მარტის ბოლოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა, თან ორივე თბილისში. ჯერ საბერძნეთთან, ოთხი დღის შემდეგ, თურქეთთან. საბერძნეთთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მარტის ბოლოს, ასე თუ ისე, კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი. თითქმის ორთვენახევრის უთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ალან ჟირესმა მაინც დამაყენა სასტარტოში. ყველაფერი კარგად დაიწყო, ასათიანის გოლით დავწინაურდით და ძალიან ორგანიზებულად ვთამაშობდით. ტაიმის ბოლოს, ბერძნების შეტევისას, ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვესთან ბურთი უნდა მომეგერიებინა, მაგრამ ბურთი ფეხზე ამეჭრა და იქვე მდგომ ბერძენ ფეხბურთელს მიუგორდა, ორი წამიც და... ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს. მათი გოლი ჩემს შეცდომას მოჰყვა, ჩვენი გუნდი ისე აირ-დაირია, რომ შესვენებამდე ევროპის ჩემპიონებმა კიდევ ერთხელ გაგვიტანეს.

ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი - სტადიონზე მოსული გულშემატკივარი მე მლანძღავდა და თანაც როგორ... ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი განადგურებული, რომ ვერც მეორე ტაიმისთვის მოვიკრიბე ძალა. ჟირესმა მეორე ტაიმის საწყის წუთებში შემცვალა, როცა მოედნიდან გავდიოდი ხალხი მისტვენდა... უშვერად მაგინებდა. თამაშის შემდეგ, თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს. მაგრამ, ხალხი ყოველთვის ლიდერებს ადანაშაულებს და ალბათ ასეც უნდა იყოს, უბრალოდ არავინ დამინდო. ეს საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა.

თურქებთან მატჩამდე ორი დღით ადრე, ჟირესმა თავისთან მიხმო... მითხრა - გულშემატკივრის რეაქციით ძალიან გაკვირვებული ვარ და თურქეთთან სამატჩო განაცხადში სჯობს არ იყოო. მოდი, ჟურნალისტებს ვუთხრათ, რომ ტრავმა გაქვსო. ძალიან არ მესიამოვნა ასეთი შემოთავაზება. ჟირესს ვუთხარი, რომ ტყუილს არ ვიტყოდი. თამაშის წინა დღეს თბილისიდან წამოვედი და არც დავინტერესებულვარ, რა უთხრა ჟირესმა ჩემზე ჟურნალისტებს. საბერძნეთთან წაგების შემდეგ, თურქეთთან 2-5 წავაგეთ. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს ბერძნებთან მატჩში, პირველი ქულები მათთან უნდა ავიღოთ", - დაწერა შოთამ ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს საბერძნეთმა თბილისში 3:1 მოიგო. ხვალინდელი მატჩი კი 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.099772
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X