ფეხბურთი

15:28 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენი ფეხბურთელი: "საქართველოს თავიდანვე უნდა ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ მოგება გვინდა"

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯონ ვან 'ტ სხიპის დარად საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია კაპიტანმა ანასტასიოს ბაკასეტასმა გამართა. ბერძენთა კაპიტნის განცხადებით, ესპანეთში მათ ძალიან კარგ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ ეს უნდა დაივიწყონ და მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ფიქრობენ.

„მწვრთნელის გეგმაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, თავიდანვე ვაჩვენოთ მეტოქეს, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი მოგებაა და მაგალითისთვის ავიღო თამაში ესპანეთთან, თუ როგორი ძალისხმევით ვითამაშეთ. კონცენტრაციამ და დისციპლინამ შეიძება მოგცეს ის, რაც ასე ძალიან გვინდა.

ბოლო წელიწადნახევარი გვიჩვენებს, რომ მოვუმატეთ. ყველანი ერთად ვიბრძვით, ესპანეთში ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ საჭირო ასე გაგრძელება. არის მატჩები, რომელიც მოსაგებია, რათა უფრო წინ წახვიდე და მიაღწიო მიზანს. საქართელოს ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ესპანეთში წარატება იქ უნდა დავოტოვოთ და მხოლოდ საქართველოსთან თამაშზე ვართ კონცენტრირებული“, - თქვა ბაკასეტასმა.

შეგახსენებთ, საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრიან და 6-ჯერ ბერძნებმა მოიგეს, ერთხელ ფრე დაფიქსირდა. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს 2 თამაშში 0 ქულა აქვს, საბერძნეთს 1 შეხვედრაში - 1 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124094