კალათბურთი

1:54 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული "ვალენსიასთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას 28-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 90:86 დაამარცხა. ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც კანარიელებმა 29:22 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

„ტენერიფეს“ წარმატებაში გიორგი შერმადინმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 24:10 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა.

შერმადინი, როგორც მოპოვებული ქულების, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მატჩის MVP სრულიად დამსახურებულად გახდა.

„ტენერიფეს“ 20 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, სტუმრად „ტენერიფესთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141594