ფეხბურთი

18:28 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ესპანეთი: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ვილი სანიოლისა და ლუის ენრიკეს გუნდების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია.

შვედეთთან მატჩთან შედარებით ვილი სანიოლმა შემადგენლობაში 4 ცვლილება მოახდინა:

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი, გორბელიძე; კანკავა, გვილია; ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია; ზივზივაძე

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; პორო, გარსია, ლორენტე, ალბა; რუისი, ბუსკეტსი, პედრი; ტორესი, მორატა, ხილი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

შეგახსენებთ, საქართველომ პირველ ტურში შვედეთთან მარცხი განიცადა, ხოლო ესპანეთი საბერძნეთს დაუზავდა. დღევანდელი მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

0.113862