ფეხბურთი

16:00 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩს რეკორდის გამო სიურპრიზი გაუკეთეს და ცრემლები ვერ შეიკავა (+VIDEO)

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა. მან კვიპროსის წინააღმდეგ (1:0) ეროვნული გუნდის მაისური 135-ედ მოირგო, რაც რეკორდია.

ლუკამ დარიო სრნას რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზე 134 თამაშია. მოდრიჩს გუნდის სადილზე სიურპრიზი მოუწყვეს და ტორტი მიართვეს, რომელსაც 135 ეწერა. 2018 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა ემოციები ვერ შეიკავა და იტირა კიდეც.

შეგახსენებთ, ლუკა მოდრიჩის დებიუტი ხორვატიის ნაკრებში 2006 წლის 1 მარტს შედგა და 135 თამაშში 16 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115789