ფეხბურთი

22:43 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე შუქი ჩაქრა, მანამდე მოედანზე ფანები შევარდნენ (+VIDEO)

ესპანეთის ნაკრების წინასამატჩო ვარჯიშმა „დინაო არენაზე“ ინციდენტების ფონზე ჩაიარა. ჯერ იყო და ვარჯიშის დასაწყისში მოედანზე რამდენიმე გულშემატკივარი შეიჭრა. ესპანელი ფეხბურთელები და გუნდის სტაფი ამ ფაქტს ღიმილით შეხვდნენ.

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო: საწვრთნელი პროცესის დაწყებიდან ნახევარ საათში „დინამო არენაზე“ შუქი ჩაქრა! ფეხბურთელებმა ცოტა ხანი მოიცადეს და შემდეგ გადაწყვიტეს გასახდელში შესულიყვნენ. Marca წერს, რომ მოთამშეებმა მობილური ტელეფონის განათებით მიიღეს შხაპი და სასტუმროში დაბრუნდნენ.

რა გახდა სტადიონზე შუქის გამორთვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტია, რომ ამ ფაქტის შესახებ ევროპის ყველა ცნობილი გამოცემა წერს და საქართველოს იმიჯზე კარგად არ მოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 28 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12485