კალათბურთი

12:45 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

6 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარებაც მხოლოდ 10 წუთში:ბითაძე დროს კარგად იყენებს!

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდა და გამარჯვება არ გასჭირვებია. ინდიანაპოლისელებმა საბოლოოდ 109:94 იმარჯვეს.

ქართველ ცენტრს ამჯერად სათამაშო დრო 10 წუთით და 41 წამით მიეცა. ხსენებულ პერიოდში კი გოგამ 6 ქულის, 6 მოხსნის, 1 პასისა და 3 დაფარების დაგროვება მოასწრო. ბითაძემ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.

„პეისერსის“ რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 22 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, რითაც გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„ინდიანას“ 21 გამარჯვების საპირისპიროდ 23 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 30 მარტს „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115182