ფეხბურთი

22:58 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

Hola Tiflis: ესპანეთის ნაკრები თბილისშია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. „ფურია როხა“ იმყოფება.

„გამარჯობა, თბილისო“, - წერია ესპანელთა ტვიტერზე, რომელსაც თან ფოტოები ახლავს. ესპანელები საქართველოს დედაქალაქს არც ისე კარგ ხასიათზე ესტუმრნენ, რადგან პირველ ტურში შინ საბერძნეთს ვერ მოუგეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

ესპანეთის ნაკრები თბილისს ასეთი შემადგენლობით ესტუმრა:

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი), უნაი სიმონი (ბილბაო)

მცველები: ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), დიეგო ლორენტე (ლიდსი, ინგლისი), პედრო პორო (სპორტინგი, პორტუგალია), სერხიო რამოსი (რეალი), ხოსე ლუის გაია (ვალენსია), ინიგო მარტინესი (ბილბაო)

ნახევარმცველები: მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ლივერპული, ინგლისი), კოკე (ატლეტიკო), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), პედრი (ბარსელონა), სერხიო კანალესი (ბეტისი)

თავდამსხმელები: ბრაიან ხილი (ეიბარი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ჟერარ მორენო (ვილიარეალი), დანი ოლმო (ლაიფციგი, გერმანია), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია)

შეგახსენებთ, საქართველო და ესპანეთი ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. ორი მატჩი „ფურია როხამ“ მოიგო, მაგრამ ბოლო შეხვედრა 2016 წელს „ჯვაროსნების“ გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული თამაში 28 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.119628