ფეხბურთი

16:28 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთთან მატჩს ქართველი ფეხბურთელებისთვის ნაცნობი რუმინელი იმსაჯებს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში ესპანეთს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას რუმინელი არბიტრები განსჯიან. მთავარი მსაჯი რადუ პეტრესკუა, მას რადუ გინგულეცი და მირჩა გრიგორიუ დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი ასევე რუმინელი მარსელ ბირსალი იქნება.

რადუ პეტრესკუ კარიერაში მეორედ იმსაჯებს საქართველოს ნაკრების მატჩს. პირველად ეს 2018 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც „ჯვაროსნები“ სტუმრად ანდორას დაუპირისპირდნენ (1:1) უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში.

გარდა ამისა, გასული წლის სექტემბერში, ევროპა ლიგაზე შვეიცარიული „ბაზელისა“ და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მსაჯი იყო. ის შეხვედრა კვიპროსელებმა 2:3 წააგეს და ერთი გოლი პენალტით გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. პეტრესკუმ მაშინ თორნიკე ოქრიაშვილი გააძევა - ჯერ უხეშობისთვის გააფრთხილა და მეორე ტაიმის დასაწყისში სიმულაციისთვის, შედეგად წითელი ბარათი უჩვენა, ხოლო ქვილითაიამ ყვითელი მიიღო.

რადუ პეტრესკუ სისტემატურად მუშაობს სანაკრებო მატჩებსა და ევროტურნირებზე და სამშობლოში ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯისა. შეგახსენებთ, საქართველო - ესპანეთის მატჩი 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119652