თამაშგარე

12:44 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რა აკავშირებთ სებასტიან ვეტელს და ურუსულა ანდრესს?

გერმანელ მრბოლელ სებასტიან ვეტელს როგორც ჩანს ძველი კონომატოგრაფი ძალიან უყვარს და ჯეიმს ბონდის ფილმებზე გიჟდება. სხვანაირად ნამდვილად ვერ აიხსნება მისი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი სარბოლო სეზონისთვის “ასტონ მარტინის“ მიერ შექმნილ თავის ახალ ბოლიდს ჰონი რაიდერი დაარქვა.

ჰონი რაიდერი 1962 წელს გადაღებული “ბონდიანას“ ერთ-ერთი ძველი სერიიდან გმირი, მაცდუნებელი ქალია, რომელსაც ლეგენდარული (აწუკვე 85 წლის) მსახიობი ქალი ურუსულა ანდრესი ასრულებს. როგორც იცით, “აგენტი 007“ სატრფოს და ლამაზმანის გარეშე პრაქტიკულად არც ერთ ფილმში არა გვხვდება და ეს პატივი წლების წინ სწორედ ურუსულა ანდრესს ერგო.

რაც შეეხება სარბოლო ბოლიდის სახელწოდებას... “ფორმულა 1“-ის ამბებში კარგად ჩახედულმა ხალხმა უწყით, რომ ყოველი სეზონის წინ მრბოლელები ახალ ბოლიდებს მათი მოფიქრებული სახელებით ამკობენ და ამ სახალისო ტრადიციის ნაწილია ურუსულა ანდრესის მიერ შექმნილი პერსონაჟის სახელიც. ეს 85 წლის მსახიობს წესით ძალიან უნდა გახარებოდა.

0.134718