ფეხბურთი

11:03 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ქულას ვიმსახურებდით, რადგან ამისთვის საკმარისი მომენტები გვქონდა"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვედეთთან მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი მცველის აზრით, მინიმუმ ფრეს იმსახურებდნენ და ამიტომ, ძალიან გულდაწყვეტილი იყო.

"პირველ რიგში, მსურს დებიუტანტებს მივულოცო ეროვნულ ნაკრებში გამართული პირველი შეხვედრა. ვთვლი, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდში ახალი ენერგიაა და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო, ამისთვის საკმარისი მომენტები გვქონდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რაც მწვრთნელს სურდა და ამ ორ დღეში შევისწავლეთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ნაჩვენები შედეგით ბედნიერი არ ვარ", - ციტირებს სფფ-ს ვებგვერდი კაშიას სიტყვებს.

შეგახსენებთ, შვედეთის ნაკრებმა საქართველოს ვიქტორ კლაესონის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით აჯობა. ვოლი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 28 მარტს, თბილისში, ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. B ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა გრანადაში საბერძნეთან ფრედ 1:1 ითამაშა.

0.116515