კალათბურთი

23:07 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში ევროლიგაში

ევროლიგის 30-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და მორიგი მარტივი გამარჯვება მოიპოვა. დიმიტრის იტუდისის გუნდის უპირატესობა თვალშისაცემი იყო და 87:72 იმარჯვა.

თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ზუსტად 28 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა.

შენგელია ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ დანიელ ჰაკეტს ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ბელგრადელთა რიგებში კი საუკეთესო დეიან დავიდოვიჩი იყო 20 ქულით.

მოსკოვის ცსკა-ს 20 გამარჯვების საპირისპიროდ 10 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 მარტს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111849