ფეხბურთი

22:28 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთი - საქართველოს ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ მატჩს სტოკჰოლმში შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის დებიუტიც დღეს შედგება. ფრანგმა სპეციალისტმა ამ მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობა უკვე შეარჩია, ისევე როგორც მისმა ვიზავიმ - იანე ანდერსონმა.

შვედეთი (4-4-2): ნორდფელდტი; ლუსტიგი, ლინდელოფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი; კულუშევსკი, ოლსონი, ლარსონი, კლაესონი; იბრაჰიმოვიჩი, ისაკი

საქართველო (4-3-3): ლორია; ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; აბურჯანია, კანკავა, კვეკვესკირი; ლობჟანიძე, ქვილითაია, კვარაცხელია

შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117716