ფეხბურთი

19:08 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ახალი დიზაინის მაისურებით ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ახალი დიზაინის მაისურებით ითამაშებს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე წარმოადგინა.

მაისურები კომპანია Adidas-ის მიერაა შექმნილი და პირველი სათამაშო ფორმა ტრადიციულად თეთრი ფერის იქნება, ხოლო მეორე, ე.წ გასვლითი მაისური წითელი ფერისაა.

ახალი დიზაინის მაისურით საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 25 მარტს, სტოკჰოლმში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12027