თამაშგარე

13:29 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი იდეალურ ქალად დასახელდა

ამ ცოტა ხნის წინ, ამერიკელი მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ სრულყოფილია ქალის სხეული, რომლის სიმაღლეც 168 სმ-ია, ხოლო სხეულის გარშემოწერილობა (მკერდი, წელი, თეძოები) 99-63-91. კვლევის პარალელურად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასეთი ქალი არც ისე ბევრია, თუმცა მათ შორის უდავოდ იქნება რუს-თათარი მოდელი ირინა შეიკი.

ქალის ამბებში გვარიანად ჩახედული მეცნიერები წერენ, რომ გარდა ამ პარამეტრებისა, იმისთვის, რომ ქალის სხეულს სრულყოფილი, მომხიბვლელი და სასურველი ვიზუალი ჰქონდეს, მასში უნდა ჩანდეს ქალი, რომელიც ბავშვს გააჩენს, რომელიც მის გამოკვებას შეძლებს. ირინა კი რონალდუსთან თანაცხოვრების ჟამს სწორედ შვილზე და დედობაზე ოცნებობდა, რაც მხოლოდ მოგვიანებით, სულ სხვა კაცთან აუხდა.

სხვათა შორის კვლევის დასკვნაში ისიც აღნიშნულია, რომ მამაკაცს მოსწონს და სრულყოფილად მიაჩნია ის ქალი და რომელიც ჯანსაღად გამოიყურება. კვლევის ფარგლებში ორ აბსოლუტურად სხვადასხვაგვარ მამაკაცზე ჩაატარეს ცდა და ორივე სწორედ ასეთი ქალებით მოიხიბლა, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა.

0.123897